„დინამოსთნ“ გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-11-04 12:44:00

თბილისში, „დინამო“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.