გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-10-17 12:19:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.

კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ დ.ხ. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

როგორც დღეს გამათულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ აღნიშნა, შსს-მა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19-ე და 109-ე მუხლებით, რაც დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლეობის მცდელობას გულიხსმობს. აღნიშნული საქმე გახსნილია. 

მისივე თქმით, მიმდინარე საგამოძოებო მოქმედებების ფარგლებში,  სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიტიფიცირებული პირის და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ამოღებულია იარაღი.