ყიზილაჯლოში დაკავებულ 6-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 2016-10-14 18:58:00

მარნეულში სოფელ ყიზილაჯლოში სპეცოპერაციისას დაკავებულ 6-ვე პირს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ,,ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი მხარდამჭერის სასამართლო პროცესი რუსთავის სასამართლოში მიმდინარეობდა. პროცესი 6 დეკემბერს გაიმართება. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ისინი ბრალს არ აღიარებენ.