საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი პლენუმი დღეს შეიკრიბება

საქართველო, თბილისი - 2016-10-13 10:17:00

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ახალი შემადგენლობა დღეს შეიკრიბება. Pლენუმი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესახებ საფინანსო სამსახურის ანგარიშს მოისმენს. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენის საკითხი. პლენუმი თავმჯდომარის ასარჩევად 20 ოქტომბერს შეიკრიბება.