თბილისში 1,4 წლის ბავშვი მე-9 სართულიდან გადმოვარდა, რის შემდეგაც ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა

საქართველო, თბილისი - 2016-10-08 13:24:00

თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრული პოლიციაა მობილიზებული.