,,თავისუფალი ზონის“ წევრებს სუს-ში იძულებითი წესით გადაიყვანენ

საქართველო, თბილისი - 2016-10-06 12:14:00

„თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრს სუს-ში დაკითხავენ. სუს-ის ინფორმაციით, „თავისუფალი ზონის“ წევრები დაკითხვაზე იყვნენ დაბარებულები, თუმცა ისინი სხვადასხვა მიზეზის გამო უწყებაში არ გამოცხადდნენ. როგორგ სუს-ში აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ კანონით გათვალისწინებული უფლება მოქალაქეების დაკითხვაზე იძულებით მიყვანის.

„თავისუფალი ზონის“ წევრები - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება იძულებით მოყვანაზე, მოწმის სახით დაკითხვის მიზნით“, - განაცხადეს სუს-ში.

სავარაუდოდ, საუბარია ორგანიზაციის ყოფილი წევრების განცხადებებზე,  რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნებზე დესტაბილიზაციის მოწყობას ეხება.