წალკის რაიონში 32 წლის მამაკაცი მოკლეს - მოსახლეობამ ეჭვმიტანილის სახლი გადაწვა

საქართველო, თბილისი - 2016-10-04 10:55:00

წალკის რაიონის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი დანით საკუთარ სახლში მოკლეს. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობის დროს სახლში მოკლულის მეუღლე იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლი გადაწვა.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. დაკავებულები ძმები არიან. ერთს ბრალად - განზრახ მკვლელობა, მეორეს კი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ედება.