წალკაში გაიმართება ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობათა მუსიკალური ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ"
საქართველო, თბილისი - 2010-06-01 09:58:00
![]()
დღეს, 1-ელ ივნისს, 13:00 საათზე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის (ESMI) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართება ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობათა მუსიკალური ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფესტივალი გაიმართება ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ წალკაში, გამგეობის შენობაში (არისტოტელეს ქ. # 22).