რომან მუჩიაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 2016-10-01 18:43:00

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, რომან მუჩიაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

მუჩიაშვილი ამჯერად საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ქალაქ საგარეჯოში განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე და განსახორციელებელი სამუშაოებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.