საკონსტიტუციო სასამართლო იური ვაზაგაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 2016-09-30 13:57:00

საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლო აწგარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელის მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, დავის საგანი კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „რომელშიც მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად არ არის იდენტიფიცირებული“ და მე-4 პუნქტის სიტყვები -  „გარდაცვლილი პირის“.

გადაწყვეტილება დღეს, 17.00 საათზე გამოცხადდება.