ტყიბულის სატყეო სამსახურის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-30 09:44:00

ტყიბულში სატყეო სამსახურის უფროსი დააკავეს. დავით მოსიაშვილს ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. როგორც გამოძიებით დადგინდა, მოსიაშვილი მოქალაქეს ქრთამის სანაცვლოდ ტყეკაფში მუშაობისას სრულ თავისუფლებას დაჰპირდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.