ტყიბულის სატყეო სამსახურის უფროსი დავით მოსიაშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-29 17:01:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულის სატყეო სამსახურის უფროსი დავით მოსიაშვილი დააკავეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

სუს-ში განმარტავენ, რომ დეტალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.