,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დადიანის ქუჩაზეც დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-29 14:25:00

,,ლიბერთი ბანკი”  დღეს უკვე მეორედ დააყაჩაღეს. ამჯერად დამნაშავეები დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიჭრნენ, თუმცა როგორც ცნობილია თანხის წაღება ვერ მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დღესვე დააყაჩაღეს ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გლდანში. შემთხვევის შედეგად დაჭრილია პოლიციის თანამშრომელი.