პოლიციამ „ქართული ძალის“ აქტივისტები დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-09-28 09:55:00

ნაციონალური ორგანიზაცია „ქართული ძალის“ 11 აქტივისტი დააკავეს. თვითმხილველების განცხადებით, აქციის მონაწილეებს თავისუფლების მოედნიდან მარჯანიშვილამდე მშვიდობიანი მსვლელობა ჰქონდათ. ისინი დროშებით , ნიღბებითა და პატრიოტული შეძახილებით გადადგილდებოდნენ, როდესაც პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა და აქციის რამდენიმე წევრი დააკავა.  შსს-ს განცხადებით, მსვლელობის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს. გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს.