,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აჭარის ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

საქართველო, თბილისი - 2016-09-25 14:39:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, ბათუმში დღეს ამომრჩევლებს აჭარის ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარუდიგინეს. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ლევან ანთაძე, ფინანსთა მინისტრი - ზაზა ფარსენაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დონარი სურმაიძე, კულტურის მინისტრი - ზაურ დავითაძე.

პარტიის ლიდერებმა ლევან ვარშალომიძემ, დავით ბაქრაძემ, ნიკა მელიამ და სანდრა რულოვსმა მხარდამჭრებს პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს და ქვეყნის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს.