გორის ცენტრში ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 2016-09-22 18:55:00

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე, ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული არასრულწლოვანია. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. 
შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.