ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა გაუხანძლივდა

საქართველო, თბილისი - 2016-09-22 13:31:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშცილს თავსიუფლების 6 წლით და 9 თვით აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ე.წ. 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს უკვე მისჯილი აქვს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ვადა მას 2018 წელს ეწურებოდა.

დღევანდელმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუაც და განუსაზღვრა 9 წლიანი პატიმრობა, მსგავსი სასჯელი დაესო ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროს გია სირაძეს.