გარემოსდამცველებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-22 12:58:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ხონის რაიონის ტერიტორიაზე ძეძილეთის სატყეო უბანში მოქალაქემ უნებართვოდ მოჭრა თხმელის სახეობის ხე-ტყე და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინა მისი ტრანსპორტირება.

შედგა შესაბამისი ოქმი.