ბაგრატის ტაძრთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-19 13:33:00

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

შემთხვევა ხუთი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი მამაკაცი ტაძარში მომუშავე პირმა იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.