ზაალ გოროზიას მეუღლეს ცემა-ძალადობის მუხლით, ბრალი წარუდგინეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-18 12:38:00

,,ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიება 125-ე ცემა-ძალადობის მუხლით დაიწყო. საუბარია საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ოლგა ჩურკანოვამ უბნებზე გამწესებელი უპარტიო წევრების სიის შენობიდან გატანა სცადა.

მისი განცხადებით, კონკურსის წესით შერჩევის ნაცვლად კანდიდატები სუს-ის მიერ იყო შერჩეული და კომისიას სია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიაწოდა.

ჩურკანოვას განცხადებით, მეუღლის ,,ნაციონალური მოძრაობასთან“  კავშირის გამო პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

"ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ,"- აცხადებს ოლგა ჩურკანოვა. გოროზიას მეუღლე ამბობს, რომ ოცნების წევრმა ელგა ცანავამ მას როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.