ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა იორმუღანლო უსაფრთხოების მიზნით დატოვეს

საქართველო, თბილისი - 2010-05-30 19:46:00

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა იორმუღანლო უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ დატოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იორმუღანლოს 12-ვე საარჩევნო უბნიდან ისინი უსაფრთხოების მიზნით წამოვიდნენ.

ცენტრის დამკვირვებლების განცხადებით, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით საარჩევნო კომისიის წევრები და ის უცხო პირები ემუქრებოდნენ, რომლებიც საარჩევნო უბნების ეზოებში იდგნენ.