"რუსთავი 2" მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 2016-09-15 18:00:00

"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილების შუამდგომლობით მიმართავს. 
ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში მიიტანა. ადვოკატი აღნიშნული მოსამართლეების აცილებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმეების განხილვისას ითხოვს.
როდის განიხილავს აღნიშნულ შუამდგომლობას საკონსტიტიტუციო სასამართლო, ვადა განსაზღვრული არ არის.