შსს-მ იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-09-14 20:39:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს-მ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა და ასევე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ.ჭ დააკავეს.

ამის შესახებ განცხადება შსს-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ გააკეთა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოების და ხეშეუხებლობის გარანტად ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული მისი ახლობისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ამის სემდეგ მიდინარე წლის 14 სექტემბერს კაჭარავამ და ზურა ჭ.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ეს თანხა გამოსძალეს რა დორსაც დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლებია აღკვეთა ვადით 11-დან 15 წლამდე. 

შსს და სახელწიფო უსაფრტხოების სამსახური დაუყონებლივ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, მათ შორის სისტემის შიგნით. მომავალშიც ეს უკომპრომისო ბრძოლა განაგრძელდება", - განაცხადა თეა პერტაიამ.