გუგუთსა და კარწახში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-14 17:35:00

10-13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „გუგუთი“ და „კარწახი“, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: მათ შორის: 48 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატი და  100 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.