გორში, ქალაქის ცენტრში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილი ემზარ ელოშვილია. ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაc თავს უცნობი პირი დაესხა.
ამ დროისთვის დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმის მიზეზი უცნობია.