ყაზბეგსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-06 18:17:00

2-3 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (256,94 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 17,471.71 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, 2 სექტემბერს რუსეთის ფედარაციის მხრიდან შემოსულ მგზავრს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 13,214,71 ლარი შეეფარდა, ხოლო 3 სექტემბერს უნგრეთის რესპუბლიკიდან ჩამოფრენილ საქართველოს მოქალაქეს სანქციის სახით ჯარიმა 4,257 ლარი შეეფარდა.