გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 2016-09-06 17:24:00

გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების განცხადებით, მეზობლებს ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის დროს კი ერთ-ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 117-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.