პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებს მოუსმენენ

საქართველო, თბილისი - 2016-09-06 08:39:00

პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს. 

მოსამართლეობის კანდიდატების - ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში11:00 საათზე დაიწყება.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იქნება.