ვაკეში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია

საქართველო, თბილისი - 2016-09-02 15:57:00

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს გარდაცვლილოი ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია.

თვითმხილველების თქმით, შავი ფერის ჯიპს ერთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელმაც 5-6 გასროლა განახორციელა და გაიქცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დროისათვის ექპსერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვკლეობა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

შსს- ში ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.