უგულავასა და "კაბელების საქმის" განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიდო

საქართველო, თბილისი - 2016-09-01 14:53:00

გიგი უგულავასა და "კაბელების საქმის" განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიდო. ამის შესახებ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს:

"პირველ სექტემბერს 15:00 საათზე დაგეგმილი N740 და N764 გაერთიანებული კონსტიტუციური სარჩელების (მოსარჩელეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური,დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი) არსებითი განხილვა არ შედგება.

მხარეებს დამატებით ეცნობებათ არსებითი განხილვის თარიღის შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.