კახეთში უკანონო ნადირობის ფაქტები გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2016-08-23 11:25:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

სიღნაღის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები ნადირობდნენ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.