კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინოს

საქართველო, თბილისი - 2016-08-22 11:07:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 6 ფაქტი გამოავლინეს.

თელავის, ახმეტის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს რცხილის და წიფლის სახეობის ხეები.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.