სამტრედიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2016-08-16 16:58:00

სამტრედიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.