გლდანში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 2016-08-06 18:35:00

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები თავსა და ხელში აქვს მიყენებული. 

მკვლელობას სავარაუდო თვითმხილველები ჰყავს, თუმცა, ჯერჯერობით დეტალები არ ხმაურდება.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება საქართველოს "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე, განზრახ მკვლელობის, და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, მუხლებით მიმდინარეობს. 

შსს-ის განცხადებით, მკვლელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.