სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2016-08-04 17:49:00

3 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების (1120 აბი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.