სარფში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2016-08-04 17:44:00

4 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს (121,84 გრ) ნაკეთობების  შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7267,76 ლარი შეადგინა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 7267,76 ლარის ოდენობით შეეფარდა.