საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეხვედრა შედგა

საქართველო, თბილისი - 2016-08-04 17:31:00

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეხვედრა შედგა, თუმცა საბოლოოდ დასრულებული არ არის, ის დღეს კიდევ გაგრძელდება. 

ამ დროისთვის სასამართლოს შენობა ერთ-ერთმა მოსამართლემ დატოვა. მერაბ ტურავამ შეხვედრის თაობაზე შეფასება არ გააკეთა. 

მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შესახებ უნდა ემსჯელათ.