გიგი უგულავასა და ,,კაბელების საქმეზე“ სასამართლოში სხდომა გადაიდო

საქართველო, თბილისი - 2016-08-02 14:16:00

გიგი უგულავასა და კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა პლენუმის შემადგენლობის კვორუმის არარასებობის გამო გადაიდო. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებს სარჩელების განხილვის თარიღის თაობაზე დამატებით ეცნობებათ.