საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 2016-08-01 12:19:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეწყალების აქტი გამოსცა და 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების სახელმწიფო კომიისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია.მისივე ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.სულ შეწყალების კომისიამ ამ ეტაპზე 1565 საქმე განიხილა.