პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-07-25 10:03:00

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ 2 წევრი სამართალდამცველებმა დააკავეს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, შემთხვევა თბილისში, პარტიის თემქის ოფისთან მოხდა. 

პარტიის წევრების მტკიცებით, სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში მათი ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა მათ შემოწმების მიზნით გააჩერეს, რასაც მოგვიანებით დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა. გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.