ოდესიდან საქართველოში კიდევ ერთი ,,კანონიერი ქურდი“ გამოამგზავრეს

საქართველო, თბილისი - 2016-07-24 11:45:00

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე კიდევ ერთი „კანონიერი ქურდის“ უკრაინიდან საქართველოში გამოგზავნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ოდესის ოლქში დაკავებულია და გაგზავნილია საქართველოში წარსულში ნასამართლევი, კანონიერი ქურდი - თეიმურაზ ჯიმშერის ძე ჩხეტიანი, მეტსახელად წრუწა, რომელიც 1972 წელსაა დაბადებული“, - წერს დეკანოიძე სიციალურ ქსელში და დასძენს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული იყო.

18 ივნისს, უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ოდესის ერთ-ერთ რესტორანში ოდესის პოლიციის სამძებროს თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „სვანი“ დააკავეს და მისი საქართველოში დეპორტაცია განახორციელეს.