ესპანეთის ინტერპოლმა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-07-24 10:41:00

ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე 07.03.2008 წლიდან ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა.

არჩილ გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული ექსტრადირებულია საქართველოში.