ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოავარიას, სავარაუდოდ, 5 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2016-07-21 19:32:00

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე. თვითმხილველების თქმით, ორი მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ერთმანეთს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.