მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-07-21 12:26:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქინძმარაულის ქუჩაზე მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა - ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს. 
ტელეკომპანიის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. 
შსს-ს ინფორმაციით, ბავშვი ექიმებმა დაათვალიერეს და მასზე ზეწოლის ნიშნები არ აღმოჩნდა. 
ამასთან, „მოამბის“ ინფორმაციით, მამაკაცმა დაკავების დროს გაქცევა სცადა და ფეხი მოიტეხა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს.