აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომხდარი სროლის შედეგად ორი პიროვნება დაჭრილია

საქართველო, თბილისი - 2016-07-18 13:10:00

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია ორი პიროვნება. გავრცელებული ინფორმაციით, იპოთეკარს ბინის პატრონმა ცეცხლასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა. დაჭრილია თავად ბინის პატრონიც.

ორივე დაშავებული გადაყვანილია ღუდუშაურის საავადმყოფოში.