შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2016-07-13 10:19:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, ნარსულში ნასამართლევი, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ალექსანდრე კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 8,7369 გრ 21 აბი და 1 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,1747 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებულის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ალექსანდრე კ.

ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.