სარფში ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 2016-07-11 17:40:00

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი - 1 ცალი, ორი მჭიდითა და 22 ცალი ვაზით აღმოაჩინეს. 
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო საემიგრაციო კონტროლის სამსახურს გადაეცა.