27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 645 ფაქტა გამოვლენილი

საქართველო, თბილისი - 2016-07-04 18:37:00

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 645 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 8 030 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც, სხვადასხვა საგადასახადო სამართალდარღვევა გამოვლინდა. 

კერძოდ, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 112 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 475 შემთხვევა.