ბათუმში, მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, 2 მუშა დაშავდა

საქართველო, თბილისი - 2016-07-03 13:55:00

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში - ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 2 მუშა დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც მშენებლობის დროს უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მრავალსართულიან კორპუსს ბათუმში, სადაც ინციდენტი მოხდა კომპანია დე-ეს გრუპი აშენებს.