ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-06-29 10:32:00

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 18 ადამიანი ეჭვმიტანილია მადრიდში ბინების ძარცვაში.

ჩხრეკის დროს ამოღებულია ნაძარცვი ნივთები. ისინი გასული წლის აპრილიდან 40-მდე ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. ბანდის ლიდერი კი, გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებას თურქეთის ციხიდან აკონტროლებდა, სადაც ის 8 წლიან სასჯელს იხდის.

გამოძიება აღნიშნულ საქმეზე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.